მოგესალმებათ გორის უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამები

 

Welcome to Gori Univeristy Professional Programs

პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში წარმატებით მიმდინარე "მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროექტის" ფარგლებში.

პროგრამის მთავარი ამოცანაა: კურსდამთავრებულებისათვის საკუთარ რეგიონში კარიერული ზრდის, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების, მდგრადი ეკონომიკური პროგრამის ხელშემწყობი სხვა საერთაშორისო პროექტებია:

  • ამერიკის შეერთებული შტატების "უმაღლესი განათლების განვითარების" პროექტი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მოპოვებული ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გრანტი, რომელიც ითვალისწინებს ვიდეო და ონ-ლაინ სწავლების სტუდიის შექმნას და მისი საშუალებით უცხოეთისა და საქართველოს სხვა პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამებთან ერთობლივ ქსელში მუშაბას;
  • კანადის სათემო კოლეჯების ასოციაციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი "განათლება ეკონომიკური კატალიზატორი", რომელიც მონაწილეობს გორის უნივერსიტეტის პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო  პროგრამებისთვის სახელმძღვანელოების შექმნასა და მასწავლებლების გადამზადებაში;
  • "საინჟინრო-საინფორმაციო ფონდის" მიერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი გრანტი, რაც ითვალისწინებს ვიდეო-ლექციების ჩაწერისა და ჩატარების ტექნოლოგიების დანერგვასა და განხორციელებას გორის უნივერსიტეტის პროფესიული უმაღლესი საგანმანტლებლო პროგრამების განვითარების ხელშესაწყობად;
  • აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის მცირე გრანტების სერია, რომელნიც ითვალისწინებენ მასწავლებელთა გადამზადების ხელშეწყობას.
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გრანტების ციკლი, რომელნიც ითვალისწინებენ გორის უნივერსიტეტის პროფესიული უმაღლესი  საგანმანლებლო პროგრამისთვის სრულიად თანამედროვე მატერიალურ ტექნიკური ბაზის შექმნასა და სახელმძღვანელოების გამოცემას.